ძორაგეტის ჰიდროელექტროსადგური

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძორაგეტის ჰიდროელექტროსადგური (სომხ. Ձորագետի հիդրոէլեկտրակայան) მდებარეობს სომხეთში, ლორეს პროვინციის სოფელ ძორაგეტში. ჰიდროელექტროსადგური განთავსებულია მდინარე დებედაზე, მაგრამ ის მდინარე ძორაგეტის წყლის ნაკადებს იყენებს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. 1980 წლისთვის, ჰესი იყენებდა სამ გენერატორს, რომელთა სიმძლავრე იყო 26.2 მეგავატი.[1] ძორაგეტის ჰესი ითვლება მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურად.[2]

ძორაგეტის ჰიდროელექტროსადგური

ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 1927 წელს. აშენებას ხუთი წელი დასჭირდა და დასრულდა 1932 წელს. ჰესი მშენებლობა დააპროექტეს, საბჭოთა კავშირის ჰიდროელექტროსადგურების მშენებელ-ინჟინრებმა . ჰესის მშენებლობა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო იოსიფ ანდრეჰ ტერ-ასტვაკატრიანის მიერ.[1]პირველად ძორაგეტის ჰესმა მუშაობა დაიწყო 1932 წლის 15 ნოემბერს. ჰესი ფუნქციონირებდა მთელი დამონტაჟებული 22,32 მგვტ-ით და საშუალო წლიური წყლის გადინების 14.92 მგვტ სიმძლავრით.[3]ელექტროსადგურის პირველი ორი აგრეგატი აშენდა 1932 წელს, ხოლო მესამე 1949 წელს.[4] 2011 წლამდე ელექტროსადგური თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. 2011 წელს ნაყიდი იქნა შპს "ძორაგეტის" მიერ, რომელიც პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ნათესავის მფლობელობაში იყო.[2][5]

2011 წლამდე სომხეთში მცირე ზომის ჰესებად, ითვლებოდა 10 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ელექტროსადგურები. 2011 წლის ცვლილებების შემდეგ კი 30 მგვტ-მდე გაიზარდა. მთელს სომხეთში, ძორაგეტის ჰიდროელექტროსადგური ერთადერთი ქარხანა იყო, რომელსაც შეეხო ეს ცვლილება. [2]

ძორაგეტის ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს მდინარის ტიპის ჰიდროელექტროსადგურს, რომელსაც აქვს კაშხალი. ამ ტიპის ჰესის კაშხალი ვერ იტევს დიდი რაოდენობით მოცულობა წყალს, ამიტომაც მის წყალსაცავს აუზს უწოდებენ. წყალი წყალსაცავიდან მიედინება თხრილში, რომლის დიამეტრი 1.300 მმ-ია . ვინაიდან ელექტროენერგიის რაოდენობა წყლის ნაკადის პირდაპირ პროპორციულია, წარმოქმნილი ელექტროენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია დინებაზე და განსხვავებულია წლიდან წლამდე. 2013 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა იყო 76.26 გიგავატი საათში, 2014 წელს კი მხოლოდ 69.23 გვტ საათში, 2015 წლის ნოემბერში გამომუშავებული ენერგია უკვე 81.63 გიგავატს შეადგენდა. ტურბინის რეგულირება ხდება სხვადასხვა ნაკადის სიჩქარეზე და ზეწოლაზე. ტურბინა ბრუნავს შემომავალი წყლის წნევისა და მოცულობის გამო. ჰესს აქვს სამი გენერატორი, რომლებიც ტურბინას უკავშირდებიან, ხოლო როდესაც ტურბინა ტრიალებს, ხდება ენერგიის გენერირება. შედეგად, გენერატორები ტურბინიდან მიღებულ მექანიკურ ენერგიას ელექტრო ენერგიად აქცევენ. ჰესთან ახლოს განლაგებულია გადამცემი ხაზები, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადატანას ჰიდროელექტროსადგურიდან რეგიონებში.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 "Ձորագետ 5" փոքր ՀԷԿ' մոնիտորինգի արդյունքներ Armenian. ციტირების თარიღი: 11 December 2015
  2. 2.0 2.1 2.2 Grigoryan, Armen. (14 October 2015) Sale of Armenia's Monopoly Electricity Distributor Confirmed. ციტირების თარიღი: 11 December 2015
  3. Հիդրոէներգետիկա Armenian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 December 2015
  4. 4.0 4.1 "STROY" bulletin/statement N2, 1932, Dzoraget HPP, Armenia. (Dzroaget LTD's archives)
  5. Ձորագետ Հիդրո ՍՊԸ-ի 2014թ.-ի տարեկան ֆինանսական հաշվետվություններ Armenian. ციტირების თარიღი: 11 December 2015