ძმა დათვი
ძმა დათვი (ინგლ. Brother Bear) — Walt Disney Feature Animation-ის 2003 წლის ანიმაციური სათავგადასავლო კომედიურ-დრამატული ფილმი, რომელიც შეიქმნა Walt Disney Feature Animation-ის მიერ. ფილმის დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures. იგი არის უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების რიგით 44-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. სიუჟეტის მიხედვით, ესკიმოსი ბიჭუნა კენაი განრისხებული მისდევს დათვს, იმის გამო, რომ მასთან შეხვედრისას დაიღუპა მისი ძმა, სიტკა. მას შემდეგ, რაც დათვს საბოლოოდ კლავს, სულები სასჯელის სახით კენაის თავად აქცევენ დათვად.[3] რათა კვლავ იქცეს ადამიანად, კენაიმ უნდა იმოგზაუროს მთისკენ, სადაც ჩრდილოეთის ციალი დედამიწას ერწყმის და სხვების გულით და თვალებით დანახვა უნდა ისწავლოს, ისევე, როგორც ძმობის შეგრძნება.
„ძმა დათვი“ | |
---|---|
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
რეჟისორი |
აარონ ბლეიზი რობერტ უოკერი |
პროდიუსერი | ჩაკ უილიამსი |
მთხრობელი | ჰაროლდ გულდი |
მუსიკა |
ფილ კოლინზი მარკ მანჩინა |
მონტაჟი | ტიმ მერტენსი |
სტუდია |
Walt Disney Pictures Walt Disney Feature Animation |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 85 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 46 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 250.4 მილიონი აშშ დოლარი[2] |
ეს იყო უკანასკნელი დისნეის ფილმებში, რომელიც Disney-MGM Studios-ში, ფლორიდაში შეიქმნა. სტუდია დაიხურა 2004 წლის მარტში. „ძმა დათვმა“ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში. 2006 წლი 29 აგვისტოს პირდაპირ ვიდეოზე გამოიცა გაგრძელება, „ძმა დათვი 2“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Brother Bear (2003). The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 23, 2016. ციტირების თარიღი: December 22, 2016.
- ↑ Brother Bear. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ Lenburg, Jeff (2009). The Encyclopedia of Animated Cartoons Third Edition. Infobase Publishing. ISBN 0-8160-6599-3.