ძირკოკის მთავარანგელოზთა ეკლესია

ძირკოკის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკის და ვეჯინის საზღვარზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის სქელი ხსნარით. გამოყენებულია აგურიც. დაზიანებულია: ჩამონგრეული კამარის დასავლეთ ნაწილები და ლავგარდანი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშაა. ჩრდილოეთ ნიშა გეგმით წრიულია და თაღითაა გადახურული, სამხრეთისა სწორკუთხაა და ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორი ბრტყელი ქვა ხურავს. შიგნით ნიშის აღმოსავლეთ გვერდში მოწყობილია პატარა ოთკუთხა შეღრმავება. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია ოთხწახნაგა ტრაპეზი. დასავლეთ კედელში, შესასვლელის ასწვრივ, შემორჩენილია სარკმლის წირთხლების ნაწილები.

ლიტერატურა

რედაქტირება