ძინჯოუ
ძინჯოუ — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ლიაონინის პროვინციაში, მდინარე სიაოლინხეს ნაპირზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც მდინარე სიაოლინხე ერთვის ლიაოდუნის ყურეს (ყვითელი ზღვა). ქალაქში განვითარებულია ნავთობგადამუშავება და მანქანათმშენებლობა (მათ შორის, სამთომომპოვებითი და ქაღალდის მრეწველობა, მოწყობილობების, ჩარხების დამზადება), ქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობა; საწარმოები ფეროშენადნობების, საშენ მასალათა და ფაიფურის წარმოება. ძინჯოუზე გადის ნავთობსდადენი დაცინ-პეკინი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 11, გვ. 275, თბ., 1987