ძიან ჯაო-ხე
ძიან ჯაო-ხე (ჩინ.: 蒋兆和; დ. 1901/1904, სიჩუანი — გ. 1986) — ჩინელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა შანხაიში. ნაშრომებს ძირითადად პეკინში ასრულებდა. ძიან ჯაო-ხეს ნამუშევრებში (ტუშით ხატვის ჟანრის კომპოზიციები, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია თანამედროვე ჩინეთის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებთან) შეხამებულია ევროპული და კლასიკური ჩინური ფერწერის ხერხები („მცველი მდინარე იალუსთან“, 1950; „წერილი ფრონტზე“, 1953 და სხვ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- Виноградова Н. А., Цзян Чжао-хэ, М., 1959.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძიან ჯაო-ხე — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)