ძველი კვებეკი (ფრანგ. Vieux-Québec) — კანადის ქალაქ კვებეკის ერთ-ერთი კვარტალი. როგორც წესი, „ძველ კვებეკში“ გულისხმობენ ქალაქის იმ ნაწილს, რომელიც კედლების შიგნით მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სტრუქტურები ქალაქის სხვა ნაწილშიცაა.

ძველი კვებეკის ისტორიული რაიონი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 46°48′34″ ჩ. გ. 71°12′38″ დ. გ. / 46.80944° ჩ. გ. 71.21056° დ. გ. / 46.80944; -71.21056
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 300
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 300
ინგლ.რუს.ფრ.

1750 წლისთვის, კვებეკი ახალი საფრანგეთის უდიდესი ქალაქი იყო დაახლოებით 8 000 მცხოვრებით. იგი იყო ფრანგული ძალაუფლების ცენტრი ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავე დროს, კვებეკი ორ ქალაქად იყოფოდა. ზემო ქალაქი კედლებით ოყო გამაგრებული და მდებარეობდა მდინარის თავზე, გაბრტყელებულ კლიფზე. აქვე იყო გუბერნატორის სამყოველი და ჯანდაცვის დაწესებულებები. ქვედა ქალაქი ნავსადგურს წარმოადგენდა, მდებარეობდა კლიფსა და მდინარეს შორის.

ძველი ქალაქი ადრეულ XVII საუკუნეს მიეკუთვნება, როდესაც 1620 წელს სამუელ დე შამპლენმა კამპ-დიამანის სტრატეგიული ადგილი აირჩია სენ-ლუის შატოს ასაშენებლად. შედეგად, ძველმა კვებეკმა შეინარჩუნა ძლიერი სამხედრო და ადმინისტრაციული ძალაუფლება. მაშინ, როდესაც ქვედა ქალაქი დასახლებული იყო ვაჭრებითა და ხელოსნებით, ზემო ქალაქში სამხედრო პირები და მღვდლები ცხოვრობდნენ.

სამხედრო იერსახემ ხანგრძილვად შეაფერხა ქალაქის გაფართოება. XIX საუკუნის ბოლოს ბევრს სურდა საფორტიფიკაციო ნაგებობების დანგრევა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ისინი უსარგებლო იყო და ხელს უშლიდა ქალაქის ურბანულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, გუბერნატორმა დუფერენმა მოახერხა ძველი ქალაქის შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ 1950-იან წლებში განიცადა გარკვეული დეგრადაცია, 1970-იან წლებში ძველი ქალაქის რენესანსის პერიოდი დაიწყო.

ძველი კვებეკის მდიდარი ისტორია ასახულია ქალაქის ბურჯებში, ფორტიფიკაციებში, და წარსული საუკუნეების სხვა მარავალ შენობა-ნაგებობაში. წინა თაობების მემკვიდრეობა და რაიონის სილამაზე მას განსაკუთრებულად უნიკალურად აქცევს.

1985 წელს ძველი კვებეკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ძველი ქალაქის პანორამა