ძველი ზირბითის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძველი ზირბითის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ზირბითში.

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. აგებულია ნატეხი ქვის სიბრტყეზე ნაწყობი რიგებით დუღაბზე. დასავლეთის კედელი სრულად დანგრეულია. შესასვლელი ან სამხრეთის კედლის დასავლეთ კიდეში[1] უნდა ყოფილიყო, ან დასავლეთ კედელში. სარკმლებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა შემორჩენილი, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი მხარზე უნდა ყოფილიყო კონქის საბჯენი თაღი გადაყვანილი. აფსიდაში სარკმლის ორივე მხარეს თითო ფართო და თაღოვანი ნიშია გაკეთებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45684