ძველი განჯა (აზერ. Köhnə Gəncə) — არქეოლოგიური კომპლექსი; შუა საუკუნეების განჯის დასახლება[1]. ადგილი, სადაც ქალაქი XVII საუკუნემდე მდებარეობდა.

ძველი განჯა
აზერ. Köhnə Gəncə
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

1935-1937 წლებში კიროვაბადის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (ახლანდელი განჯის ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის) სახსრების შესავსებად, მისმა მაშინდელმა დირექტორმა ე.რ. ხადარინმა ჩაატარა ნაწილობრივი გათხრები მარჯვენა სანაპირო ციტადელის ჩრდილოეთით, მიწისზედა არქიტექტურული ზონაში[2]. გამოფენაში, რომელიც შუა საუკუნეების განჯაში გათხრების საფუძველზე შეიქმნა, ნაწილობრივ კერამიკის, მინის, ფაიანსის, ძვლების ნივთების ცალკეული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. აღმოჩენებიდან ერთ-ერთია სქელკედლიანი მოყავისფრო გამომწვარი კერამიკული დოქის ფრაგმენტი წითლად შეღებილი, გაპრიალებული ზედაპირით და სამსტრიქონიანი რელიეფური წარწერის შტამპიანი ორნამენტით[3]. განჯის გათხრებისას, ასეთი ჭურჭლის უამრავი ფრაგმენტი აღმოჩნდა. ისინი შეიცავენ წარწერების ერთობლიობას სიუჟეტური ორნამენტებით, რომლებიც ასახავენ ქალაქელების საკულტო, რიტუალური, ყოველდღიური და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სცენებს. მაგრამ ე.რ.ხადარინის გათხრები არასისტემატური ხასიათისა იყო და მთავარი მიზანი მასალების შეგროვება იყო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა არქეოლოგიური ძეგლების მეცნიერულ გაგებასა და დახასიათებას[3].

1938-40 წლებში ისტორიკოს ისხაკ ჯაფარზადეს თაოსნობით ძველი განჯის ტერიტორიაზე გათხრები ჩატარდა, რომლებსაც საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა. ჯაფარზადემ თავის „ისტორიულ და არქეოლოგიურ ნარკვევში ძველი განჯის შესახებ“ აღწერა ქალაქის არქეოლოგიური კვლევის შედეგები[3]. ეს იყო 1938-40 წლების არქიტექტურული და არქეოლოგიური გათხრები[4].

 
ძველი განჯის სქემატური გეგმა

1981-82 წლებში ძველი განჯის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად არქეოლოგმა ჯაბარ ხალილოვმა აღმოაჩინა IX-XVII საუკუნეებით დათარიღებული კულტურული ფენა, ასევე ხელოვნების ნიმუშების მრავალი ღირებული ნიმუში. მათ შორის იყო ჩინეთში დამზადებული თიხის ჭურჭელი იეროგლიფებით[5].

მონღლი ისტორიკოსი ჰამდ-ალაჰ მოსტავფი მოწმობს, რომ ქალაქი 659-660 წლებში დაარსდა. „შირვანისა და დერბენტის ისტორიის“ („დერბენდ-ნამე“) მიხედვით განჯა 859 წელს დაარსდა. ქალაქის სპარსული სახელწოდება, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან „განძი“, მიუთითებს აქ უფრო ძველი, ისლამამდელი ქალაქის არსებობაზე[6]. იმაზე, რომ ეს ადგილები ძალიან შორეულ დროში იყო დასახლებული, მიუთითებს ძველი განჯის მიდამოებში დიდი რაოდენობით მიმოფანტული უძველესი სამარხები. ქალაქი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და უკვე მე-10 საუკუნეში შედადიდების დედაქალაქი გახდა, რაც აშკარად მის გაზრდილ მნიშვნელობაზე მიუთითებს. 1063 წელს ქალაქი გარშემორტყმული იყო ციხის კედლებით თხრილითა და რკინის კარიბჭით[7].

1139 წელს კატასტროფულმა მიწისძვრამ ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. ბევრი წყარო ინახავს ინფორმაციას ამ მიწისძვრის შესახებ, რომელმაც უზარმაზარ ნგრევასთან ერთად ტექტონიკური ცვლილებებიც გამოიწვია. კაპაზის მთის ჩამონგრევამ გამოიწვია გოიგოლის ტბის წარმოქმნა. შემდგომში ქალაქი ილდეღიზიდის სახელმწიფოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული და ეკონომიკური ცენტრი გახდა[8].

 
მე-16 საუკუნეში აშენებული ციხის შემორჩენილი ნაწილი

1231 წელს, ხანგრძლივი ალყისა და სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ქალაქი მონღოლთა ურდოებმა აიღეს, რაც უფრო დამღუპველი აღმოჩნდა. მონღოლების განადგურების შემდეგ ქალაქი ნელ-ნელა აღდგა, თუმცა ძველ თუ ახალ ადგილას ეს ჯერ კიდევ დავის საგანია. ვარაუდობდნენ, რომ ქალაქი მე-17 საუკუნეში, ოსმალეთ-სეფიანთა ომების დროს გადაიტანეს ახალ ადგილას. ასევე შესაძლებელია, რომ ახალ ადგილას ცალკე შენობები უკვე არსებობდა[8].

XIV საუკუნის მიწურულსა და XV საუკუნის დამდეგს განჯა თემურლენგმა დაიპყრო. 1588 წელს ქალაქი ოსმალეთის იმპერიის ჯარებმა აიღეს, ხოლო XVII საუკუნეში შაჰ აბას I-მა ქალაქი თურქებისგან გაათავისუფლა[9].

ზოგიერთი ცნობით, შაჰ აბას I-მა 1606 წელს განჯის აღების შემდეგ ქალაქის სხვა ადგილას გადატანა ბრძანა. ისტორიკოსი მ.მ.ალტმანის ვარაუდით, ახალი განჯა ძველი ქალქისგან განხვავებით სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ-ზე გადავიდა. ალტმანი თვლის, რომ შაჰ აბასმა განჯის მაცხოვრებლების დიდი ხნის დაწყებული გადმოსახლების ტემპი დააჩქარა.

საწყის პერიოდში განსახლების შედეგად განჯის ეკონომიკა საგრძნობლად დაეცა.

არქეოლოგიური მონაცემებით და დღემდე შემორჩენილი ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა აღწერილობით, განჯა მდებარეობდა მდინარე განჯაჩაის ორივე ნაპირზე. ქალაქის ყოველი ნაწილი კედლებითა და კოშკებით გარშემორტყმული იყო. ქალაქის ორი ნაწილი ერთმანეთს განჯაჩაის სამი ხიდით უკავშირდებოდა. ეს ხიდები ახლა დანგრეულია. მხოლოდ ერთი მათგანია ცნობილი მე-19 საუკუნის ფოტოსურათიდან. არსებული მასალების ანალიზის მიხედვით, ფოტოზე გამოსახულია მესამე ხიდი მდინარის გასწვრივ[10]. ხიდი მე-12 საუკუნით, განჯის აყვავების ხანით თარიღდება[11].

ძველი განჯა კედლების ნანგრევებით, კოშკებით, ადიდებული თხრილებით, ნაწილობრივ შემონახული სანაპირო კედლებით და სამი ხიდის ნაშთებითაა წარმოდგენილია, რომლებიც ქალაქის ორივე ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდნენ. ქალაქის ტერიტორია ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო მრავალი გარეუბნით, სოფლითა და სასაფლაოებით. ქალაქის საერთო ფართობი გარეუბნებთან ერთად დაახლოებით 12-16 კმ² შეადგენდა[12].

განჯის ყველა კედელი აშენდა სხვადასხვა პერიოდში, რადგან დიდი ქალაქის უბნები ფართოვდებოდა[13].

ციხე-სიმაგრის კედლების, ხიდებისა და კოშკების ნაწილების გამოკვლევა ვარაუდობს, რომ სამშენებლო ტექნოლოგია და ოსტატობა იმ დროისთვის მაღალ დონეზე იყო, რომ მე-12 საუკუნეში შესანიშნავი ხელოსნები და არქიტექტორები არსებობდნენ, რომლებიც ადგილობრივ მასალებს შესანიშნავად იყენებდნენ.

ძველი განჯის ტერიტორიაზე მრავლად იყო მდიდარი ხუროთმოძღვრული და დეკორატიული დამუშავების ნაგებობა, რასაც მოწმობს კრამიტის აგურის, მოჭიქული კრამიტისა და ალაბასტრის ორნამენტების სიმრავლე. ციხის კედლებს მიღმა მოჭიქული ფერადი აგურით შემკული სხვადასხვა ნაგებობები, სასახლეები, ქარვასლაები, საცხოვრებელი სახლები, მეჩეთები აღმართულიყო[14].

 
იმამ-ზადეს მავზოლეუმი

ძველ განჯაში შემორჩენილია კიდევ ორი ​​ხუროთმოძღვრული ძეგლი-მავზოლეუმი: „გოი-იმამი“ და „ჯომარდ-ყასაბი“. პირველი, ასევე ცნობილი როგორც „იმამ-ზადეს მავზოლეუმი“ - მდებარეობს ძველი განჯის ნანგრევების ჩრდილოეთით. 1878-79 წლებში გენერალ-მაიორის ისრაფილ ბეი იადიგარზადეს ინიციატივით მავზოლეუმი აღადგინეს.

განჯის ხელოსნები იმ დროისთვის ძვირადღირებულ მინას აწარმოებდნენ, ძირითადად, მინის ჭურჭელს (ჭიქები, თასები) და სამკაულებს- მინის მძივებს, სამაჯურებს, ბეჭდებს და ა.შ.

განჯაში ხელოსნობის წარმოების ერთ-ერთი მთავარი სახეობა კერამიკა. კერამიკული ნაწარმის მრავალფეროვნება (დოქები, თასები, ჭურჭელი, ჭირახები, სფეროკონური ჭურჭელი და სხვ.) და პროდუქციის ჯიშებსა და ხარისხში განსხვავებაზე მიუთითებს გათხრების დროს აღმოჩენილი კერამიკის ჭურჭელი და ფრაგმენტები.

განჯის კერამიკას ჰქონდა მდიდარი დიზაინი მცენარეული და ცხოველური სამყაროს მოტივებით, ადამიანების გამოსახულებებითა და ასევე მოტივებით ხალხური ლეგენდებიდან[15].

რკინის, სპილენძის, ვერცხლისა და ალუმინის მდიდარ მაღაროებს, რომლებიც განჯასთან ახლოს მდებარეობდა, თავად განჯაში ლითონის გადამამუშავებელი ხელოსნობის განვითარებას უნდა შეეწყო ხელი.

განჯის გათხრებისას აღმოჩენილი რკინისა და ლითონის წიდის ნაშთები მიუთითებს იმაზე, რომ განჯაში ლითონის დამუშავების საამქროები არსებობდა, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთებს აწარმოებდნენ - ლითონის ჭურჭლის, ისრების, ლურსმნების, რკინის მარყუჟებსა და სხვა[16].

იხილეთაგრეთვე

რედაქტირება
  1. Насирли Х. М. Гянджа. Архитектурно-планировочное развитие. — Б.: Элм, 1990. — 125 с.
  2. Ахмедов Р. Дж. Гянджа средневековья (археологическое изучение). — Б.: Элм, 1988.
  3. 3.0 3.1 3.2 Ахмедов Р. Дж. Гянджа средневековья (археологическое изучение). — Б.: Элм, 1988. с.6
  4. Щеблыкин И. П. Памятники азербайджанского зодчества эпохи Низами (материалы) / Под ред. И. Джафарзаде. — Б.: Издательство АзФАН, 1943. с. 44
  5. Arazova R. Alpan çayı sahilindən olan görkəmli albanşünas (азерб.) // Azərbaycan Arxeologiyası : журнал. — 2001. — No 3. — S. 1-4.
  6. GANJA
  7. Саламзаде А. В., Авалов Э. В. и Салаев Р. Д. Проблемы сохранения и реконструкции исторических городов Азербайджана / Под ред. М. А. Усейнова. — Б.: Элм, 1979. с.122
  8. 8.0 8.1 Саламзаде А. В., Авалов Э. В. и Салаев Р. Д. Проблемы сохранения и реконструкции исторических городов Азербайджана / Под ред. М. А. Усейнова. — Б.: Элм, 1979. с.124
  9. Щеблыкин И. П. Памятники азербайджанского зодчества эпохи Низами (материалы) / Под ред. И. Джафарзаде. — Б.: Издательство АзФАН, 1943. с.44
  10. Саламзаде А. В., Авалов Э. В. и Салаев Р. Д. Проблемы сохранения и реконструкции исторических городов Азербайджана / Под ред. М. А. Усейнова. — Б.: Элм, 1979. с.122
  11. Саламзаде А. В., Авалов Э. В. и Салаев Р. Д. Проблемы сохранения и реконструкции исторических городов Азербайджана / Под ред. М. А. Усейнова. — Б.: Элм, 1979. с.123
  12. Щеблыкин И. П., Горчакова Н. Г. Ганджа XII века // Архитектура Азербайджана. Эпоха Низами. — Б.: Государственное архитектурное издательство, 1947. с.60
  13. Альтман М. М. Исторический очерк города Ганджи. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1949. с.37
  14. Щеблыкин И. П. Памятники азербайджанского зодчества эпохи Низами (материалы) / Под ред. И. Джафарзаде. — Б.: Издательство АзФАН, 1943. с.48
  15. Альтман М. М. Исторический очерк города Ганджи. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1949. с.42
  16. Альтман М. М. Исторический очерк города Ганджи. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1949. с.49