ძველი გალავანი — ციხესიმაგრე თელავში მდებარეობს იმ ხაზის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, რომელზედაც განლაგებულია ბატონის ციხე,ვახვახიშვილების ციხე და ყორჩიბაშიშვლების ციხე. თელავის ციხეებიდან იგი ყველაზე ადრეულია.

ციხეს გრძელი ფორმა ჰქონია და სქელი და მაღალი კედლებით ყოფილა შემორაგული. თვით კედლები შემაგრებულია კონუსური კონტრფორსებით. ციხის აგება დაკავშირებულია კახეთ-ჰერეთის პირველ აღორძინებასთან X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ტრადიცია მას კვირიკე დიდის საქმიანობას უკავშირებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965
  • ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988
  • ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ნიმუშები, თბ., 1960
  • რჩეულიშვილი ლ. თელავი, თბ., 1963