ძველი ბაზარი (სკოპიე)
ძველი ბაზარი (მაკედ. Стара Чаршија) — ძველი სკოპიეს სავაჭრო უბანი. მდებარეობს მდინარე ვარდარის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს ადგილი XII საუკუნიდან ქალაქის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია[1].
ძველმა ბაზარმა თავის განვითარების უმაღლეს წერტილს ოსმალურ ეპოქაში მიაღწია, როდესაც მის გარშემო იყო 30 მეჩეთი, რამდენიმე ტაძარი და ქარვასლა. ამჟამად ძველი ბაზარი ეროვნული კულტურული ნაკრძალის სტატუსს ატარებს[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Macedonia National Tourism Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2015-06-15.
- ↑ SETimes