ძეძვი (მთა)
მთა საქართველოში, თბილისში
ძეძვი — მთა საქართველოში, თბილისში, ნაძალადევის რაიონში. მდებარეობს ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიასა და თბილისის ზღვის ქვაბულს შორის არსებულ სერზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 632 მეტრი. აგებულია მაიკოპური თიხებითა და ქვიშაქვებით. აქვს დამრეცი კალთები. დამახასიათებელია ჯაგეკლიან-სტეპური ლანდშაფტი. ზოგან ხელოვნური ნარგავებია.
ძეძვი | |
---|---|
კოორდინატები: 41°44′20″ ჩ. გ. 44°49′46″ ა. გ. / 41.7389806° ჩ. გ. 44.8295806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 632 მ |
ამგებელი ქანები | თიხა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 956, ISBN 99928-20-32-2.