ძეგვის სამების მცირე ეკლესია
ძეგვის სამების მცირე ეკლესია —— ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5-6 კილომეტრზე, ტყით დაფარულ მაღალი მთის წვერზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,9 X 4,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით. შიგნიდან და გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ ოთხკუთხა, ხოლო მარცხნივ ნახევარწრიული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია, ერთი ოთხკუთხა - კარის თავზე. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. შენობა შიგნიდან შელესილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 336.