ძეგვის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის სასაფლაოს აღმოსავლეთით, ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (4,34 X 3,28 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთის, დასავლეთის და ნაწილობრივ აღმოსავლეთის ფასადები ბორცვის ფერდშია ჩამჯდარი.

ლიტერატურა

რედაქტირება