ძახარის ბრძოლა
ძახარის ბრძოლა — მისიმიელთა ბრძოლა ბიზანტიელების წინააღმდეგ ეგრისის დიდი ომის (542-562 წწ.) დროს. ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებული მისიმიელები ირანელთა მხარეზე გადავიდნენ და დახმარება სთხოვეს მათ. ირანელები ვერ დაეხმარნენ, რადგან თვითონ დამარცხდნენ ბიზანტიელებთან ბრძოლაში ფასისისთან. საკუთარი ძალების ანაბარა დარჩენილი მისიმიელები გამაგრდნენ ძახარის ციხეში, რომელსაც სიმტკიცის გამო რკინის ციხესაც უწოდებდნენ. ციხის მისადგმებთან გამართულ ბრძოლაში ბიზანტიელებმა დაამარცხეს ისინი. 600 მისიმიელისაგან მხოლოდ 80-მა შეძლო თავი შეეფარებინა ციხისათვის. შემდეგ ბიზანტიელებმა ციხის მახლობლად კლდეზე გაშენებულ სოფელზე მიიტანეს იერიში, დაარბიეს და გადაწვეს იგი. მისიმიელები ბრძოლას განაგრძობდნენ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ბიზანტიელებმა სიმრავლით სძლიეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.