ფოთის (ფასისის) ბრძოლა — ბრძოლა ბიზანტიელებსა და ირანელებს შორის ეგრისის დიდი ომის (542-562 წწ.) დროს ქ. ფოთის სიმაგრესთან. გაიმართა 555 წელს. ირანელების ჯარის სარდალს ნახორაგანს იმედი ჰქონდა, რომ ხისგან აგებული სიმაგრის აღება არ გაუძნელდებოდა. მან მოულოდნელად ერთ ღამეში გადაიყვანა ჯარი მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, რათა ფასისს სამხრეთიდან მისდგომოდა, სადაც რიონი არ დააბრკოლებდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს ნავებით ჯარების გადაყვანა მდინარეზე, რომ ირანელებისათვის ფასისში შესვლა დაესწროთ, ამიტომ ხმელეთის გზით შევიდნენ ქალაქში და გამაგრდნენ.

ირანელების იერიში ფოთის სიმაგრეზე სრული მარცხით დამთავრდა. ირანელებმა ამ ბრძოლაში 10 000-ზე მეტი მეომარი დაკარგეს, რის შემდეგაც ქუთაისისა და მუხურისისაკენ დაიხიეს.

ლიტერატურა რედაქტირება