ძაღლის ბირკა
ძაღლის ბირკა (ლათ. Torilis) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ჯაგრისებრი ბეწვებით შებუსული ერთწლოვანი ბალახებია.
ძაღლის ბირკა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Torilis japonica | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Torilis | ||||||||||||
|
იზრდება ბუჩქნარებში, ტყის პირებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზე. გვარში გაერთიანებული 15 სახეობიდან საქართველოში გვხვდება 5, რომლებიც ასევე ფართოდ არიან გავრცელებული კავკასიის ყველა რაიონში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა აზიასა და ევროპაში.
ძაღლის ბირკა დეკორატიული მცენარეა, იყენებენ ბაღებში, პარკებსა და ალპინარიუმებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუყბანიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.