ძაღლისპირა
ძაღლისპირა (ლათ. Antirrhinum majus) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 25-80 სმ სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი, ზედა ნაწილში შებუსული. ფოთლები – ლანცეტა ფორმის, მოპირისპირედ ან იშვიათად, მორიგეობით განლაგებული. ყვავილედი კომპაქტურია, ყვავილი დიდი ზომისაა, მეწამული, ყვითელი ან თეთრი. მცენარე იზრდება ქვიან ადგილებში, კედლებზე. ფართოდ არის კულტივირებული და გაველურებული. გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას/გაველურებულია.
ძაღლისპირა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Antirrhinum majus L. | ||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 596.