ძარის ტრაგედია
ძარის ტრაგედია — 1992 წლის 20 მაისს (საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური ხელისუფლების არარსებობის პერიოდში) ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სოფელ ძარის გზაზე მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში დაუდგენელი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ჩაიცხრილა ჩრდილოეთ ოსეთში მიმავალი ეთნიკური ოსი მშვიდობიანი მოსახლეობა. მოვლენას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, 16 ადამიანი კი, დაშავდა.
შემთხვევა მოხდა სამაჩაბლოს ომის დროს, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა 1990 წლის სექტემბერში გამოაცხადა „დამოუკიდებლობა“ საქართველოსგან და დაიწყო ქართული მოსახლეობის განდევნა რეგიონიდან. 23 მაისს საქართველოს პროკურატურამ ძიების მესამე დღეს განაცხადა, რომ ოსური მხარე ხელს უშლიდა გამოძიებას, მტკიცებულებების მოპოვებას, გვამებსა და შემთხვევის ადგილთან გამოძიების ორგანოების წვდომას, რაც საფუძველს ქმნის იმის ფიქრის, რომ ოსები „არ იყვნენ დაინტერესებული სიმართლის დადგენაში“.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ВЛАДИМИР Ъ-МИРОШНИЧЕНКО (01.06.1992). „Погибшие беженцы перекрыли газопровод“ (რუსული). Журнал «Власть». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-30. ციტირების თარიღი: 2010-06-30. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)