ძამის ეკლესია
ძამის ეკლესია — ნაეკლესიარი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსანდრესწყაროდან 5-6 კმ-ზე, ნასოფლარ ძამის სამხრეთ-დასავლეთით სასაფლაოზე, ფიჭვნარში. ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია დასავლეთი კედელი 2,5 მეტრის სიმაღლეზე და საკურთხევლის ნაწილი ერთი მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აფსიდი ნახევარწრიულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 422.