დოლი (ცხვარი)
დოლი (ინგლ. Dolly; დ. 5 ივლისი, 1996 — გ. 14 თებერვალი, 2003) — დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა. სახელი დაერქვა ქანთრის მომღერალის დოლი პარტონის პატივსაცემად.
ისტორია
რედაქტირებადოლის კლონირება
რედაქტირებათბილისისხლიანი ცხოველების სრულფასოვანი კლონების შექმნის მცდელობებს ადგილი ჰქონდა ადრეც. მათ შორისაა ცხვრების მეგანისა (ინგლ. Megan) და მორაგის (ინგლ. Morag) დაბადებაც, რომელიც იმავე მკვლევართა ჯგუფის მიერ შეიქმნა რაც შემდგომ ცხვარი დოლი. მაგრამ დოლისგან განსხვავებით, ეს ცხვრები ემბრიონის უჯრედებიდან იყო მიღებული. მათ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში 1996 წელს[1]. ეს ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შემდგომში ზრდასრული ცხოველებისგან სრულფასოვანი კლონის მისაღებად.
დოლის კლონირება 6 წლის Finn Dorset-ის ცხვრის სარძევე ჯირკვლიდან და Scottish Blackface-ის კვერცხუჯრედიდან მოხდა. 1996 წლის 5 ივლისს Scottish Blackface-ის სუროგატ დედასთან დოლი დაიბადა. ბუნებრივ პირობებში, თითოეული ორგანიზმი აერთიანებს მამისა და დედის გენეტიკურ მახასიათებლებს. დოლის შემთხვევაში მხოლოდ ერთი გენეტიკური „მშობელი“ იყო - ცხვრის პროტოტიპი. მისი თეთრი სახე კი კლონირების პირველი ნიშანი იყო, რადგან სუროგატ დედასთან გენეტიკურად დაკავშირებული რომ ყოფილიყო, შავი სახეც ექნებოდა.
დოლის წარმოების ექსპერიმენტის დროს, დონორი ცხოველის ძუძუმწოვრებიდან აღებული ბირთვები გადაიტანეს 277 კვერცხუჯრედში. მათი დაახლოებით მეათედი გადაიზარდა ემბრიონებად. და ამ 29 ემბრიონიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. 1997 წლის 22 თებერვალს, მასზე პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ექსპერიმენტს აღწერდა, დოლი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა[2]. ეს დრო დასჭირდათ მკვლევრებს პატენტის მისაღებად. გენეტიკური ინფორმაციის გადატანის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა დოლის კლონირებისთვის, ცნობილი გახდა, როგორც „ბირთვის გადატანა“ (ინგლ. Nuclear transfer)[3][4].
როდესაც დოლი ერთი წლის გახდა, მისმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ტოლომერები მოსალოდნელზე მოკლე იყო — ეს ის არის, რაც დნმ-ს დაზიანებისგან იცავს, ცხოველისა თუ ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად კი მოკლდება, რაც, თავის მხრივ, დნმ-ს უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს. ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სწორედ ზრდასრული ცხვრის დნმ-ისგან კლონირებაა. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დოლი რეალურ ასაკზე დიდი იყო. მიუხედავად ამისა, ცხვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიანიშნებდა არც ნაადრევ და არც დაჩქარებულ დაბერების პროცესზე.
როლინის უნივერსიტეტის ექსპერიმენტს სერ იან ვილმუტი ხელმძღვანელობდა. კვლევის ბუნების გამო გუნდი განსხვავებული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისგან შედგებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ მეცნიერები, ემბრიოლოგები, ქირურგები, ვეტერინარები და ფერმის პერსონალი. დოლი მეცნიერებისთვის იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველი ძუძუმწოვარი იყო, რომლის კლონიც ზრდასრული უჯრედიდან მიიღეს. მისმა დაბადებამ დაამტკიცა, რომ კონკრეტული უჯრედების გამოყენება ცხოველის ზუსტი ასლის შესაქმნელად შეგვიძლია.
დოლის ცხოვრება და სიკვდილი
რედაქტირებადოლი დაიბადა 1996 წლის 5 ივლისს დიდ ბრიტანეთში. თავდაპირველად მას სახელი არ ჰქონდა. მას მიენიჭა მხოლოდ ლაბორატორიული საიდენტიფიკაციო ნომერი 6LL3. სახელი „დოლი“ (ინგლ. Dolly — „თოჯინა“) მოგვიანებით ეწოდა ერთ-ერთი ვეტერინარის წინადადებით, რომელიც მეცნიერებს მის დაბადებისას ეხმარებოდა. ცხვარი მიიღეს სარძევე ჯირკვლის უჯრედიდან, ამიტომ საბოლოოდ მან სახელი ამერიკელი მომღერლის დოლი პარტონის პატივსაცემად დაარქვეს[5].
დოლი ჩვეულებრივი ცხვარივით ცხოვრობდა. როლინის უნივერსიტეტში, უელსის მთის ვერძისაგან ექვსი ბატკანი გააჩინა. მისი პირველი ბატკანი, ბონი, დაიბადა 1998 წლის აპრილში. მომდევნო წელს ბატკნები სალი და როზი დაიბადნენ. შემდეგ კი დოლიმ გააჩინა სამეული — ლუსი, დარსი და კოტონი.
2001 წლის შემოდგომაზე დოლის ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს და სიარული გაუჭირდა. დაავადება წარმატებით მკურნალობდნენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
2003 წლის 14 თებერვალს, სიცოცხლის მეშვიდე წელს, დოლი ევთანაზიით დააძინეს. მიზეზი იყო ფილტვის პროგრესირებადი დაავადება, გამოწვეული რეტროვირუს JSRV-ით და მძიმე ართრიტი[6]. სახლში მოთავსებული ცხვარი ამ დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. და უსაფრთხოების მიზეზების გამო, დოლის იშვიათად გამოჰყავდათ ღიად საძოვრად სხვა ცხვრებთან ერთად. ზოგიერთი მეცნიერი დოლის სიკვდილს ხსნის ისეთი მიზეზების გამო, რომლებიც კლონირებასთან არ არის დაკავშირებული: სხვა ცხვრებსაც ჰქონდათ იგივე დაავადებები, რაც მას. ამასთან, ექსპერტთა მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ ადრეული სიკვდილის მიზეზი შესაძლოა ტელომერები იყოს, რადგან ცხვარი ჩვეულებრივ 10-12 წელი ცოცხლობს. მოგვიანებით ჩამოყალიბდა მეცნიერთა მესამე ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ კლონირება იწვევს დაჩქარებულ დაბერებას.
2003 წლის 9 აპრილს შოტლანდიის სამეფო მუზეუმში დოლის ფიტული გამოიფინა, სადაც იგი დღემდე ყველაზე პოპულარული ექსპონატია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Campbell, K.H.S., McWhir, J., Ritchie, W.A. nad Wilmut, A. Sheep cloned by nuclear transfer from a cultured cell line, PMID 8598906 Nature, 1996 issue 6569, pages 64-66(ინგლისური)
- ↑ Wilmut, I., Schnieke, A.E., McWhir, J., Kind, A.J., Campbell, K.H.S. Viable offspring derived from fetal and adult mammalian cells PMID 9039911 Nature, 1997 issue 6619 pages 810—813(ინგლისური)
- ↑ : «Методы перепрограммирования соматических клеток». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-26. ციტირების თარიღი: 2010-07-26
- ↑ : «Nuclear Transfer»
- ↑ BBC News. 2000. Listen to public, says Dolly scientist დაარქივებული 2006-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ Коммерческая биотехнология | Овечка Долли — пройденный этап. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 2009-04-25