შოტლანდიის ეროვნული მუზეუმი
შოტლანდიის ეროვნული მუზეუმი - ედინბურგში მდებარე შოტლანდიის ისტორიის, ხელოვნების და მეცნიერების მუზეუმი. დაარსდა 2006 წელს ახალი შოტლანდიის მუზეუმის და 1866 წელს დაარსებული სამეფო შოტლანდიური მუზეუმის შერწყმით. [1] მუზეუმს, შესაბამისად, ორი შენონა ეკუთვნის - ისინი ერთად ჩამბერსის ქუჩაზე დგანან, მათ ჯორჯ IV-ის ხიდი აკავშირებთ. მუზეუმი შოტლანდიის ეროვნული მუზეუმების გაერთიანების წევრია. შესვლა უფასოა. 2019 წელს მუზეუმს 2 მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია, რამაც მუზეუმი წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი გახადა შოტლანდიაში. [2]
შოტლანდიის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შენობა | |
55°56′48″ ჩ. გ. 3°11′24″ დ. გ. / 55.94694389° ჩ. გ. 3.19000000° დ. გ. | |
დაარსდა | 2006 წ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | City of Edinburgh |
ოფიციალური საიტი | nms.ac.uk/national-museum-of-scotland |
მუზეუმის კოლექცია მოიცავს ექსპონატებს ყოფილი შოტლანდიის სიძველეების მუზეუმიდან და შოტლანდიის არქეოლოგიური აღმოჩენების ეროვნული კოლექციიდან. მასში ასევე შედის ექსპონატები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. მუზეუმის ყველაზე ცნობილი ექსპონატებია ცხვარი დოლის - პირველი წარმატებულად კლონირებული ძუძუმწოვრის - სხეული, ელტონ ჯონის კოსტუმები და სხვა.
ისტორია
რედაქტირებაუნივერსიტეტის სამეფო მუზეუმი
რედაქტირება1693 წელს რობერტ სიბალდმა შოტლანდიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში წარადგინა ბუნებისმეტყველური კოლექცია, რომელიც მეგობართან, ენდრიუ ბალფურთან ერთად შეაგროვა. კოლექცია საჯაროდ გამოიფინა უნივერსიტეტში და მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ მუზეუმად იქცა. მუზეუმი მწერალმა [[დენიელ დეფო{დენიელ დეფომ]] აღწერა, როგორც "მშვენიერი მუზეუმი, იშვიათობების საცავი, რომელიც ღირს ნახვად და, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში უბადლოა". კოლექციის მოსავლელად XVIII საუკუნიდან ბუნებისმეტყველების პროფესორები უვლიდნენ. პროფესორმა ჯონ უოკერმა 1779 წელს კოლექციის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აღნიშნა. [3]
მუზეუმის მთავარი 1804 წელს მინერალოგი რობერტ ჯეიმსონი გახდა, რომლის ხედვით მუზეუმი "არა უნივერსიტეტის პირადი, არამედ საჯარო დეპარტამენტია, რომელიც მთელ შოტლანდიასაც ეკუთვნის". 1812 წელს მას "უნივერსიტეტის სამეფო მუზეუმი" დაერქვა. ნაყიდი იყო უამრავი ექსპონატი, მოგზაურებს საკუთარი აღმოჩენების მუზეუმისთვის შენახვას სთხოვდნენ. მუზეუმში გაგზავნილ ამანათებს არ ეკისრებოდა დამატებითი გადასახადი და შოტლანდიის ფლოტის აღმოჩენების ნახებარი მუზეუმში ხვდებოდა (მეორე ნახევარო იგზავნებოდა ბრიტანეთის მუზეუმში ლონდონში). ჯეიმსონი კოლექციას სამასწავლებლო საქმიანობაში იყენებდა.
1820 წელს, ედინბურგის მერიის მხარდაჭერით, მუზეუმისთვის ცალკე შენობა აიგო როგორც საუნიბერსიტეტო კომპლექსის ნაწილი. ეს შენობა დღეს ინარჩუნებს ძირითად თავდაპირველ მახასიათებლებს და ტალბოტ რაისის გალერეას უკავია. [4] მუზეუმში გაკვეთილებს იღებდა ჩარლზ დარვინი და კერატორ უილიამ მაკგილიურეითანაც მეგობრობდა. [5]
დროთა განმავლობაში კოლექციისთვის ადგილი აღარ იყო საკმარისი. ჯეიმსონის შეთავაზებით კოლექცია სახელმწიფოს გადაეცა ახალი, უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული მუზეუმის შესაქმნელად. [6] ამ დროს ჯეიმსონი უკვე ავად იყო და ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა.
შოტლანდიული ინდუსტრიული მუზეუმი
რედაქტირება1854 წელს გადაწყდა უნივერსიტეტის კოლექციის გაფართოებულ ბუნებისმეტყველების მუზეუმთან ინტეგრირება. მას ასევე უნდა დამატებულიყო ახალი დაწესებილება - შოტლანდიის ინდუსტრიული მუზეუმი, რომელსაც უნდა გაევრცელებინა საჯარო ცოდნა ინდუსტრიულობაზე და კომერციაზე. საბუნებისმეტყველო კოლექციაც ამ მიზანს უნდა მოხმარებოდა როგორც ბუნების კომერციული სარგებლის დემონსტრაცია. შთაგონების წყარო ლონდონის პრაქტიკული გეოლოგიის მუზეუმი იყო.
მუზეუმის შენობის დიზაინის ავტორი სერ ფრენსის ფოუკი გახდა. მშენებლობა დაიწყო 1861 წელს, პირველი ქვა ცერემონიულად პრინცმა ალბერტმა დადო. ეს მისი ბოლო საჯარო გამოსვლა იყო გარდაცვალებამდე. [7]
1864 წელს დაწესებულება ედინბურგის მეცნიერების და ხელოვნების მუზეუმად იქცა. ის იყოფოდა საბუნებისმეტყველო და ინდუსტრიული ხელოვნების კოლექციებად. 1873 წელს მუზეუმმა გაწყვიტა კავშირი უნივერსიტეტთან უთანხმოებების გამო. უნივერსიტეტმა დაკარგა მუზეუმის კოლექციის წვდომა და ახალი კოლექციის შეგროვება დაიწყო ძველ სივრცეში.
ვიწრო ქუჩა, რომელზეც მდებარეობდა ახალი მუზეუმის შენონა მუზეუმის დაკბეთით გაფართოვდა და ჩამბერსის ქუჩად იქცა. ოფიციალური სახელწოდებების მიუხედავად ის "ჩამბერსის ქუჩის მუზეუმის" სახელით გახდა ცნობილი. [8]
XX-XXI საუკუნეები
რედაქტირებადაწესებულებას 1904 წელს სამეფო შოტლანდიული მუზეუმი დაერქვა. [9] შენობაში აირის ნათურები დენმა შეცვალა, გაჩნდა პირველი ინტერაქტიული გამოფენები. შემდგომში მუზეუმი შოტლანდიის სამეფო მუზეუმად იქცა.
1985 წელს მუზეუმს შოტლანდიის სიძველეების ეროვბული მუზეუმის კოლექცია გადაეცა, თუმცა კოლექცია ცალკწ შენობაში რჩებოდა. როდესაც სიძველეების მუზეუმის შენობა შოტლანდიის პორტრეტების გალერეამ დაიკავა დაიწყო ახალი შენობის აგება სამეფო მუზეუმის მეზობლად. შოტლანდიის მუზეუმის მშენებლონა 1995 წელს დასრულდა. შენობების დასახელებები სტუმრებისთვის დამაბნეველი იყო და 2006 წელს მათი საბოლოო შერწყმა მოხდა ერთი სახელის ქვეშ.
არქიტექტურა
რედაქტირებამუზეუმის ორი კორპუსი ადვილი გასარჩევია - შოტლანდიის მუზეუმის შენობა 1998 წელს გაიხსნა და უდრო თანამედროვედ გამოიყურება, ვიდრე სამეფო შოტლანდიური მუზეუმის 1866 წლის შენონა. უკანასკნელი შესრულებულია ვიქტორიანული ვემეციური რენესანსის არქიტექტურულ სტილში ფრენსის ფოუკის მიერ. 2011 წელს შენობა განახლებული იყო, რესტავრაცია სამი წელი გრძელდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://era.ed.ac.uk/handle/1842/8109
- ↑ https://www.alva.org.uk/details.cfm?p=423
- ↑ http://www.nhc.ed.ac.uk/index.php?page=4.6
- ↑ http://www.nhc.ed.ac.uk/index.php?page=4.7
- ↑ https://books.google.ge/books?id=ZHph8qFZq8wC&pg=PT43&redir_esc=y
- ↑ http://www.nhc.ed.ac.uk/index.php?page=4.7
- ↑ https://blog.nms.ac.uk/2011/10/21/150-years-old-and-still-going-strong/
- ↑ https://books.google.ge/books?id=DQVEAAAAIAAJ&pg=PA467&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
- ↑ https://books.google.ge/books?id=B2VOAAAAYAAJ&redir_esc=y