ცხემლარას ხიდი
ცხემლარის ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე მაჭახელაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლარაში, სოფელ აჭარისწყლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით.
ცხემლარას ხიდი | |
---|---|
კოორდინატები: 41°30′35″ ჩ. გ. 41°49′14″ ა. გ. / 41.5099556° ჩ. გ. 41.8206306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
მასალა | რიყის ქვა |
თაღების რაოდენობა | 1 |
სურათები ვიკისაწყობში |
ხიდით მოსახლეობა სარგებლობდა XX საუკუნის 60-იან წლებამდე, სანამ მის გვერდით ახალ სამანქანო ხიდს არ ააშენებდნენ.
ხიდის აღწერა
რედაქტირებახიდი აგებულია ვიწრო ადგილზე დამრეცი თაღით. ბურჯებს შორის სიგრძე 19,6 მეტრია, სავალი ზედაპირის კი — 22 მ. ხიდის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე 5,55 მ, ბურჯის სიმაღლე — 2 მეტრია, ხოლო სისქე ქუსლში — 1,40 მ.
ხიდის სიგანე შუაწელში 1,65 მ-ია, მისასვლელებთან 2,2. მარჯვენა მისასვლელის სიგანე 8 მეტრია, სიგრძე 9 მ, მარცხენა ასასვლელის ზომები შედარებით მცირეა.
თაღს ამჩნევია მეორადი ქვის ფენა, რაც მის პირველად სახეს უკარგავს.
ხიდი ნაგებია, როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით. ბურჯებად გამოყენებულია დიდი ზომის ყორე ქვები.
ხიდზე ფოსოების არსებობა არ შეიმჩნევა. ხიდის მცირე სიმაღლის გამო შესაძლებელი იყო მდინარეში ჩაესოთ ხიმინჯები და ზედ მოეწყოთ ხარაჩოები.
ცხემლარის ხიდი გამოირჩევა სხვა ხიდებისაგან: ქვების წყობით, დიდი მალით და მცირე სიმაღლით.
ხიდს 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
2008 წელს ცხემლარას ხიდს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41