ცხავერის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ცხავერის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერიდან 1 კილომეტრზე, ადგილ გადმოსაყართან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანზე გამოვლინდა რამდენიმე ქვაყუთის ნაშთი - ფილაქვებით შედგენილი სამარხები რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალულია უინვენტაროდ, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. ზოგ ქვაყუთში ორი მიცვალებული ესვენა, ზოგში ორზე მეტი (საოჯახო სამარხები). სამაროვანი ნიაღვრებს დაუზიანებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 210.