ცხავერის პირველი ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ცხავერის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის ჩრდილო ნაწილში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. გამოვლინდა რამდენიმეიარუსიანი ხელოვნური ტერასა. ზედაპირულად აიკრიფა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარზე შემორჩენილია XlX საუკუნის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 210.