ცოფიანები
„ცოფიანები“ (ფრანგ. Enragés) — საფრანგეთის რევოლუციის (1789-1794 წწ.) პერიოდში რევოლუციონერთა (ჟაკ რუ, ჟან ვარლე, თეოფილ ლეკლერკი და სხვა) იმ მცირე ჯგუფის სახელწოდება, რომელიც ქალაქის პლებეების იდეოლოგად გამოდიოდა. მოითხოვდნენ ტერორს კონტრრევოლუციონერთა, ვაჭართა წინააღმდეგ, მაქსიმუმის შემოღებას და სხვა. აკრიტიკიებდნენ იაკობინელთა 1793 კონსტიტუციას.
— აცხადებდა ჟაკ რუ 25 ივნისს კონვენტში. „ცოფიანების“ მოთხოვნათა ზედმეტმა რადიკალობამ განაპირობა მათსა და იაკობინელებს შორის ბრძოლა და „ცოფიანების“ განადგურება (1793 წელი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 242.