ცოლიკოური ოვალურმარცვალა

ცოლიკოური ოვალურმარცვალა, ცოლიკოური გრძელმარცვალაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ცოლიკოურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

საქარის საცდელ სადგურზე გამოავლინა სელექციონერმა ალექსანდრე მიროტაძემ. მოგვიანებით ეს ფორმა შეისწავლეს და გააშენეს იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, იშვიათად დიდი, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვნიანი.

ცოლიკოური ოვალურმარცვალა საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-11.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება ხარისხიანი სუფრის ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 453