ციხისძირის მეორე კოშკი
ციხისძირის მეორე კოშკი, განძის წმინდა გიორგი - არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ზემო უბანში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია (5,9 x 5,9 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია 6 მეტრ სიმაღლეზე. ზედა ნაწილში სათოფურებია. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე დანგრეულია. მოგვიანებით იგი ამოუშენებიათ და კარი მოუწყვიათ. პირველი სართულის ჩრდილო კედელში თახჩაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 346.