ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცის ფოლიო ან კავკასიური ფოლიო (ლათ. Scabiosa caucasica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. 20-60 სმ სიმაღლის, დაუტოტავი ან მცირედ დატოტვილი ღერო აქვს. ფესვთანური ფოთლები წაგრძელებულ-ლანცეტურია ან უფრო იშვიათად ფართოლანცეტური, მთლიანი ან ზოგჯერ ფრთისებრ-დანაკვთული. ღეროსეული ფოთლები ფრთისებრ-დანაკვთულია. ყვავილები შეკრებილია 3.5-6 სმ დიამეტრის მომრგვალო ყვავილებად. ყვავილედის გარეთა ყვავილები კაშკაშა ლურჯია, შიგნითა – ცისფერი, იშვიათად თეთრი. ყვავილედის ქვედა უმეტესი ნაწილი დაფარულია საბურვლით, რომლის ფოთოლაკები ლანცეტურია. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა მხარეში, მთის ზედა, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ამ სარტყლების ნაირბალახოვანი მდელოების, აგრეთვე სამხრეთ საქართველოს მთის ვაციწვერიანი სტეპის ერთ-ერთი დამახასიათებელ სახეობაა.

ცის ფოლიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  გოქშოსებრნი
გვარი:  ფოლიო
სახეობა:  ცის ფოლიო
ლათინური სახელი
Scabiosa caucasica M.Bieb.

Scabiosa-ს გვარის თითქმის 100 სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. საქართველოში 15 სახეობაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 68.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცის_ფოლიო“-დან