ცისფერი ჯუჯა

ვარსკვლავთა ჰიპოთეტური კლასი
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 11 სექტემბერი 2016. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ცისფერი ჯუჯავარსკვლავთა ჰიპოთეტური კლასი, რომელიც ვითარდება წითელი ჯუჯებიდან მას შემდეგ, რაც ისინი წყალბადის საწვავს ბოლომდე ამოწურავენ. იმის გამო, რომ წითელ ჯუჯებში წყალბადის ბირთვული შერევა ნელა მიმდინარეობს და მთლიანად კონვექციურნი არიან, ამჟამად სამყარო ჯერ იმ ასაკის არაა, რომ რომელიმე ცისფერი ჯუჯა უკვე ფორმირებული იყოს. მიუხედავად ამისა, თეორიულ მოდელებზე დაყრდნობით ნაწინასწარმეტყველებია მათი სამომავლო არსებობა.[1]

ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ვარსკვლავთა სიკაშკაშეც; წონასწორობის შესანარჩუნებლად, ვარსკვლავს უფრო და უფრო მეტი ნათება სჭირდება, რათა ენერგია გამოასხივის. წითელ ჯუჯაზე დიდი ვარსკვლავები ამას თავისი ზომის ზრდის ხარჯზე ახერხებენ და წითელ გიგანტებად იქცევიან. დადგენილია, რომ 0,25 მზის მასაზე ნაკლების მქონე წითელი ჯუჯები თავიანთ რადიაციას ზედაპირის ტემპერატურის მომატების ხარჯზე ზრდიან და „ლურჯებად“ იქცევიან. ეს იმის გამო, რომ ტემპერატურის ზრდასთან ერთად, წითელი ჯუჯების ზედაპირის ფენები არ ხდებიან უფრო გაუმჭვირვალენი.

წყალბადის საწვავის სრულიად ამოწურვის შემდეგ, ცისფერი ჯუჯები თანდათანობით თეთრ ჯუჯებად გარდაიქმნებიან, შემდეგ კი თანდათან უფრო გაცივდებიან და შავ ჯუჯებად იქცევიან.

  1. Adams, F. C.; P. Bodenheimer; G. Laughlin (2005). „M dwarfs: planet formation and long term evolution“. Astronomische Nachrichten. 326 (10): 913–919. Bibcode:2005AN....326..913A. doi:10.1002/asna.200510440.