კონვექცია (ატმოსფერო)
კონვექცია (ლათ. Convectio – მოზიდვა, მოტანა) — ჰაერის გარკვეული მოცულობის ვერტიკალური გადაადგილება, რაც გამოწვეულია არქიმედის ძალით — გარემომცველ გარემოსთან შედარებით უფრო თბილი და ნაკლებად მკვრივი ჰაერი მიისწრაფვის ზევით, ხოლო უფრო ცივი და მკვრივი ჰაერი ქვევით ეშვება. ჰაერის ნაკადის სიჩქარე, ჩვეულებრივ, რამდენიმე მ/წმ-ია და ზოგჯერ 2-30 მ/წმ სჭარბობს. კონვექციის განვითარება დაკავშირებულია ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალურ განაწილებასთან.
აღმავალი თბილი ჰაერი მანამ მიისწრაფვის ზევით, სანამ მისი ტემპერატურა მაღალია გარემომცველი ჰაერის ტემპერატურაზე, დაღმავალი ცივი ჰაერი
კი მანამდე ეშვება ქვევით, სანამ მისი ტემპერატურა დაბალია გარემომცველი ჰაერის ტემპერატურაზე. კონვექცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ატმოსფეროს მაღალ და დაბალ ფენებს შორის სითბოსა და ტენის ცვლაში, მასთანაა დაკავშირებული გროვა და გროვა-წვიმის ღრუბლების წარმოქმნაც.
კონვექცია ჩვეულებრივ, ვითარდება წლის თბილ პერიოდში, დაბალ განედებზე — მთელი წლის განმავლობაში.
საქართველოს ტერიტორიაზე კონვექცია განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ზაფხულში.
კონვექცია საფუძვლად უდევს ბუნების ისეთ მოვლენას, როგორიცაა ქარი — უზარმაზარი მასშტაბის კონვექციური ნაკადი ატმოსფეროში. კონვექციით აიხსნება ზღვის ნაპირთან წარმოქმნილი სუსტი ქარი - ბრიზი. ასევე კონვექციით აიხსნება ბუნებრივი ჰაერნაკადი — წნევა, რომელსაც იყენებენ საცეცხლეში. საწვავის წვის დროს ჰაერი მილში ზევით ადის, რის გამოც მილის ქვედა ნაწილში წნევა მცირდება გარე ცივი ჰაერის წნევასთან შედარებით.
წნევათა სხვაობა და მაშასადამე წნევაც იზრდება მილის სიმაღლის და მასში ტემპერატურის ზრდასთან ერთად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 5, გვ. 635, თბ., 1980;
- Матвеев Л. Т., Основы общей метеорологии, Л., 1965;
- Шметер С. М., Физика конвективных облаков, Л., 1972.