ცისფერი ნილოსის ჩანჩქერები

(გადამისამართდა გვერდიდან ცისფერი ნილოსის ჩანჩქერი)

ცისფერი ნილოსის ჩანჩქერებიჩანჩქერი ცისფერ ნილოსზე, ეთიოპიაში. მას ამჰარულ ენაზე Tis Issat ეწოდება რაც თარგმანში „მბოლავ წყალს“ ნიშნავს. ეს ჩანჩქერები მდინარის ზემო ნაწილში მდებარეობს, ქალაქ ბაჰრ-დარიდან და ტბა ტანადან დაახლოებით 30 კილომეტრში. ეს ჩანჩქერები ეთიოპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

ცისფერი ნილოსის ჩანჩქერი

ჩანჩქერების სიმაღლე 37-დან 45 მეტრამდე მერყეობს. ჩანჩქერები შედგება ოთხი ნაკადისგან, რომლებიც მშრალ სეზონში ძალიან მცირდება, ხოლო წვიმების სეზონში მათი სიგანე 400 მეტრამდე იზრდება. ტბა ტანას რეგულაცია გარკვეუი დოზით ამცირებს ჩანჩქერებზე წყლის დონის მერყეობას. 2003 წლიდან ჩანჩქერების წყლის უმეტეი ნაწილი ელექტრო სადგურს მიაქვს.[1] ცისფერი ნილოსის ჩანჩქერები ახდენენ ტბა ტანას ეკოლოგიური სესტემის, ნილოსის ეკოლოგიური სისტემისგან იზოლაციას. რამაც ადგილობრივი, ენდემური ფლორის და ფაუნის განვითარება გამოიწვია.[2]

ჩნჩქერებთან ახლოს მდებარეობს ეთიოიაში პირველი ქვის ხიდი, რომელიც 1626 წელს იმპერატორ სუსინიოსის ხელმძღვანელობით აშენდა. მანოელ დე ალმეიდას მიხედვით მშენებლობისთვის საჭირო კირქვის მარაგს მოიპოვებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მშენებლობას ინდოელი ოსტატი უძღვებოდა.[3]

  1. Matt Philips და Jean-Bernard Carillet, ეთიოპია და ერითრეა, მესამე გამოცემა (n.p.: Lonely Planet, 2006), p. 118
  2. "526: ტბა ტანა" დაარქივებული 2011-10-05 საიტზე Wayback Machine. , მსოფლიოს მტკნარი წყლების ეკოსისტემა (11 ნოემბერი, 2009)
  3. C.F. Beckingham and G.W.B. Huntingford, ჩანაწერები ეთიოპიაზე, 1593-1646 (London: Hakluyt Society, 1954), pp. 26f