ცისტოზეირა
ცისტოზეირა, ცისტოზირა, (ლათ. Cystoseira) — წაბლა წყალმცენარეების გვარი ფუკუსისნაირთა რიგისა. აქვს ბუჩქისებრი თალუსი. მრავდება სქესობრივად, ოოგინიუმი ერთი კვერცხუჯრედითაა. შავ ზღვაში იზრდება 2 სახეობა. იყენებენ ალგინმჟავასა და ალგინატების მისაღებად, კვებისა და საფეიქრო მრეწველობაში.
ცისტოზეირა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Cystoseira | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ყანჩაველი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 227.