ცისკარიშვილების სასახლე
არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქურთაში
(გადამისამართდა გვერდიდან ცისკარიშვილების ყოფილი სასახლე)
ცისკარიშვილების სასახლე — არქიტექტურული ძეგლი ქურთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქურთაში. ძეგლი თარიღდება XIX საუკუნით. იგი ქურთის ცენტრში, მაჩაბლების სასახლის სამხრეთით 10 მეტრშია. ექიმი ცისკარიშვილი მაჩაბლების სიძე იყო.
აღწერილობა
რედაქტირებასასახლე ნაშენებია ქართული აგურით. წყობაში ზოგიერთ ადგილას ჩართულია რიყის ქვა. 1991 წლის მიწისძვრამ, შემდეგ მოსახლეობამ ის საკმაოდ დააზიანა. ორივე სართულის სიმაღლეზე აღმოსავლეთის ფასადია შემორჩენილი. ასევე, სასახლეს აქვს ჩრდილოეთის ფასადის აღმოსავლეთი ნახევარი და სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთი ნაწილი. პირველი სართულის სათავსები სარდაფებად და მარნად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, 5 დარბაზი უნდა ყოფილიყო მეორე სართულზე. გადახურვა, იატაკი და დასავლეთი ფასადი აღარ არსებობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 321