ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცისანა აბულაძე (დ. 16 ივნისი, 1933, ქუთაისი) — ქართველი მეცნიერი,ისტორიკოსი,პედაგოგი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

მუშაობს ხელნაწერთა ინსტიტუტში, აგრეთვე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. ავტორია წიგნებისა: „სულხან-საბა ორბელიანის სიტყვანის თურქული თარგმანები“, ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი, გურჯიზადე, „თბილისის დაპყრობის წიგნი“, „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი“, „თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის“, „საქართველოს ისტორიის XV-XVIII საუკუნის ოსმალური დოკუმენტური და ნარატიული წყაროები“. არის 6 წიგნისა და 60-მდე სტატიის ავტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თურქიზმები ქართველურ ანთროპონიმიაში : მონოგრაფია თბილისი, სიტყვა, 2008 გვ. 366 ISBN: 978-9941-0-1290-7
  • თურქულენოვან ხელნაწერთა კატალოგი - Turkce yazmalar Katalogu თბილისი, კვირიონი, 2004 გვ. 366 ISBN: 99928-0-837-3
  • სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის სიტყვანის თურქული თარგმანები თბილისი, მეცნიერება, 1968 გვ. 257

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I თბ., 1997 გვ. 37

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცისანა_აბულაძე“-დან