თბილისის დაპყრობის წიგნი
თბილისის დაპყრობის წიგნი — თურქი მემატიანის გურჯიზადეს თხზულება. დაწერილია 1724 წელს. მასში აღწერილია 1723-1724 წლებში ოსმალთაგან თბილისისა და საერთოდ ქართლის (გორის, ქსანი, ყარა-კალკანი ანუ არაგვის საერისთავო, თრიალეთი და სხვ.) დაპყრობის ისტორია ატენისა და ცხინვალის ბრძოლები, შამშადილისა და ყაზახის დაპყრობა, ლეკებთან შეჯახება დიღომში. ვრცლად არის წარმოდგენილი ოსმალთა წინააღმდეგ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების გაერთიანება. ძალით მოქმედების გეგმა (ხელმძღვანელი მაჰმადყული-ხანი). თხზულება შინაარსით ფართოა და მასშტაბური. იგი გასათვალისწინებელი ძეგლია XVIII საუკუნის I მეოთხედის თბილისის, ქართლისა და საერთოდ ამიერკავკასიის ხალხთა პოლიტიკური ისტორიის მრავალი საკითხის გასარკვევად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ, 2002, გვ.505