ცირენჟაპ სამპილოვი
ცირენჟაპ სამპილის ძე სამპილოვი (რუს. Цыренжап Сампилович Сампилов; დ. 1893, ულუსი დომნო-ერავნა — გ. 31 ივლისი, 1953, ულან-უდე) — საბჭოთა ფერმწერი. ბურიატული დაზგური ფერწერის ფუძემდებელი. რსფსრ ფერწერის დამსახურებული მოღვაწე (1940). 1942 წლიდან იყო სკკპ-ის წევრი. 1930–1935 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბურიატეთის ასსრ კულტურის ინსტიტუტში. ნამუშევრები: „სიყვარული სტეპში“ (1925 ან 1927), „ქამანდარი“ (1938) — ორივე დაცულია მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. დაჯილდოებულია ლენინისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.[5]
ცირენჟაპ სამპილოვი | |
---|---|
დაიბადა | 1893[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | დომნა |
გარდაიცვალა | 31 ივლისი, 1953[4] ან 1953[1] [2] [3] |
გარდაცვალების ადგილი | ულან-უდე |
ჯილდოები |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Frick Art Research Library Photoarchive — 1920.
- ↑ 2.0 2.1 Faceted Application of Subject Terminology
- ↑ 3.0 3.1 MAK
- ↑ 4.0 4.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 29.