ცირა ბარბაქაძე (დ. 29 იანვარი, 1965, ხაშური, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი.[1]

ცირა ბარბაქაძე
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1965
ხაშური, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ქართველი მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცირა ბარბაქაძე დაიბადა 1965 წლის 29 იანვარს.

1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ქართველური ენები, 2004 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული მჭევრმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა.

სხვადასხვა დროს იყო: რიტორიკისა და ზოგადი ენეთმეცნიერების კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის სენატის წევრი.

1996-1998 წლებში იყო ქართული საენათმეცნიერო გაზეთის — „სიტყუაი“ — მთავარი რედაქტორი და გამომცემელი,

1998-2002 წლებში — „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის“ სერიის პასუხისმგებელი მდივანი. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი. 2010 წლიდან არის სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი.

ცირა ბარბაქაძემ სემიოტიკის კვლევით ცენტრში დააარსა სერია: „სემიოტიკური თარგმანები“, რომელიც აერთიანებს შემდეგ გამოცემებს: როლან ბარტის „წერის ნულოვანი დონე“, იური ლოტმანის „მოაზროვნე სამყაროთ შიგნით“, ხოსე ორტეგა-ი-გასეტის „ადამიანი და ხალხი“.

შემოქმედება

რედაქტირება

ცირა ბარბაქაძემ 2014 წელს გამოსცა ფენტეზის ჟანრის პირველი პოეტური კრებული, რომელშიც ქართველი ავტორები შევიდნენ.

იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი:

  • „ლექსები“ (1996 წელი);
  • „გამოაღეთ სარკმელი“ (2003 წელი);
  • „დუმილის ა(მ)ბები“ (2008 წელი);
  • „უცხო ქალაქი“ (2011 წელი).[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება