ცინცაძეები
ცინცაძეები — ქართული გვარი. ძირითადათ გავრცელებულია აჭარაში. საქართველოში ცხოვრობს 6488 ცინცაძე.[1] ქართულ წერილობით წყაროებში ცინცაძეების გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება „ციმცაძე“ ფორმით. 1560-1578 წლების მოქველი მთავარეპისკოპოსის ექვთიმეს ბრძანებით გადაწერილ მეტაფრასის ანდერძ-მინაწერში ვკითხულობთ:
„ამა წიგნისა მეტაფრასისა მწერალსა ნავკრატიოზს ციმცაძესა შეუნდევ, უფალო ღმერთო“
|
სოციალური მდგომარეობით ცინცაძეები იყვნენ როგორც გლეხები, ისე თავადები.[2]