ცინარეთის ციხე — ციხესიმაგრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთში. მდებარეობს მარეთის ხეობის მარცხენა შენაკად უჩამბისწყლის ხეობაში, შუახევი-­ცინარეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. იგი შუახევის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-­ით.

ციხესიმაგრე უზარმაზარი კლდის მასივზეა დაშენებული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ გალავნის კედლები კლდის გარეპირზეა მორგებული. ამიტომაც ციხის გეგმას კლდის კონფიგურაცია განსაზღვრავს. აქა­-იქ შემორჩენილია გალავნის კედლებისა თუ შიდა ნაგებობათა ნაშთები. ციხის მთლიანი ფართობი დაახლოებით 3 6­40 კვ. მ­.-ია. მრავლად გვხვდება ქვევრების მთლიანი თუ დაზიანებული მონაკვეთები. ციხის ზედა ნაწილში დაცულია კლდეში ნაკვეთი ოთხკუთხა ფორმის წყლის რეზერვუარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 90