ცინალროტჰორნი
ცინალროტჰორნი (გერმ. Zinalrothorn) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. სახელი მომდინარეობს სოფელ ცინალიდან, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს და გერმანული სიტყვა „როტჰორნიდან“, რაც წითელ მწვერვალს ნიშნავს. სიმაღლე 4 221 მ. მთაზე პირველი ასვლა 1864 წელს განხორციელდა, თუმცა ამ დროისთვის მას მომინი ერქვა.
ცინალროტჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°03′53″ ჩ. გ. 7°41′24″ ა. გ. / 46.06472° ჩ. გ. 7.69000° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 4 221 მ |
ქედი | პენინის ალპები |
პირველი ასვლა | 1864 |
ცინალროტჰორნი სხვა მწვერვალებისგან გამოყოფილია სოფელ მატერტალის ხეობით (აღმოსავლეთით) და ვალ-დ'ანივიერით (დასავლეთით). მისგან 5 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს მწვერვალი ვაისჰორნი (4 505 მ), 7 კმ-ით დასავლეთით კი დან-ბლანში. მთის დასავლეთ კალთაზე გაწოლოლია ცინალის მყინვარი, ჩრდილოეთ კალთაზე კი მომინის მყინვარი.