ციმბირული აბრეშუმხვევია

ციმბირული აბრეშუმხვევია (ლათ. Dendrolimus superans) — პეპელა პარკხვევიასებრთა ოჯახისა. წიწვოვან მცენარეთა საშიში მავნებელი. ფართოდაა გავრცელებული რუსეთის ტაიგის ზონაში. ზიანს აყენებს ნაძვს, ლარიქსს, სოჭს, კედრისებრ ფიჭვებს და სხვ. ფრთების შლილი 40–80 მმ-ია. შეფერილია ღია ყავისფრიდან მუქ რუხამდე. მუხლუხების სიგრძე 55–70 მმ-ია, იზამთრებენ ტყის ნაფენში, გაზაფხულზე იკვებებიან წიწვებითა და ახალგაზრდა გირჩებით. პეპლების მასიური ფრენა ივლისის შუა ხანებიდან იწყება, დედალი კვერცხს წიწვებზე დებს. ნაყოფიერება 200–300-დან 800 კვერცხამდეა. არეალის სამხრეთ ნაწილში გენერაცია ერთლიანია, დანარჩენ ადგილებში ერთი თაობის განვითარება 2 (იშვიათად 3) წელი მიმდინარეობს. ზაფხულში ცხელი და მშრალი ამინდები აჩქარებს მის განვითარებას, გამრავლების აფეთქებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სატყეო მეურნეობას. მასთან საბრძოლველად მუხლუხის განვითარების პერიოდში მავნებლის კერებს ავიაციით ან სახმელეთო გზით ამუშავებენ ინსექტიციდებით.[1]

ციმბირული აბრეშუმხვევია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  პარკხვევიასებრნი
გვარი:  Dendrolimus
სახეობა:  ციმბირული აბრეშუმხვევია
ლათინური სახელი
Dendrolimus superans (Butler, 1877)
სინონიმები
  • Odonestis superans (Butler, 1877)
  • Dendrolimus sibiricus (Tschetverikov, 1908)
  1. Кручина С. Н. Сибирский шелкопряд // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 134.