ციზრაინის რესპუბლიკა

ციზრაინის რესპუბლიკა (გერმ. Cisrhenanische Republik; ფრანგ. République cisrhénane) — საფრანგეთის ვასალური რესპუბლიკა; შეიქმნა 1797 წლის 28 აგვისტოს მდინარე რაინის დასავლეთ ნაპირზე ფრანგული ოკუპაციის პერიოდში.

1795 წლის ბაზელის ზავის პირობით, პრუსიის სამეფო ვალდებული ხდებოდა რაინის დასავლეთით ყველა ტერიტორია დაეთმო, რასაც კი ფლობდა, მათ შორის, მაინცის, კელნის, ტრირის სათავად-საეპისკოპოსოები, პფალცის საკურფიურსტო, იულიხის და კლევის საჰერცოგოები და თავისუფალი ქალაქი აახენი. ყველა ეს ტერიტორია ციზრაინის რესპუბლიკაში გაერთიანდა ფრანგი გენერლის ლუი-ლაზარ ჰოშის პროტექციის ქვეშ.

1797 წლის 18 ოქტომბრის კამპოფორმიოს ზავის თანახმად, მხარე საფრანგეთს გადაექვემდებარა, თუმცა ოფიციალური ანექსია 1802 წლის 23 სექტემბერს შედგა. 1798 წელს ეს ტერიტორიები ფრანგი კომისრის, ფრანსუა ჟოზეფის, მეთაურობით რურის, რაინ-ეტ-მოზელის, ზაარლანდისა და მონტ-ტონერეს (დონერსბურგი) დეპარტამენტებად გადაკეთდა. რაინის დასავლეთ ნაპირის საფრანგეთის იმპერიის შემადგენლობაში გადაცემამ გერმანიის მედიატიზაცია გამოიწვია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean-Louis Harouel. Les républiques sœurs. Paris. Presses Universitaires de France. გვ. 30-34.