ცვილის დიდი ჩრჩილი

პეპელა ალურების ოჯახისა

ცვილის დიდი ჩრჩილი[1] (ლათ. Galleria mellonella) — პეპელა ალურების ოჯახისა. ფრთების შლილი 22–35 მმ-ია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. კვერცხებს დებს სკების ფიჭებზე ან საწყობებში. ჩრჩილის მუხლუხი იკვებება ცვილით, ფიჭებში ღრღნის გასასვლელებს, რომლებსაც წნავს ქსელებით; ფიჭა ფუტკრისათვის და ცვილის გამოდნობისათვის გამოუსადეგარი ხდება. განსაკუთრებულ ზიან აყენებს არეალის სამხრეთ ნაწილს. უპირატესად აზიანებს სუსტ ოჯახებს. საჭიროა, რომ ცარიელი ფიჭის ჩარჩოები შენახული იყოს ცივ და მშრალ ადგილზე. ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია ჩარჩოების შებოლვა გოგირდით.[2]

ცვილის დიდი ჩრჩილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ალურები
გვარი:  Galleria
სახეობა:  ცვილის დიდი ჩრჩილი
ლათინური სახელი
Galleria mellonella (Linnaeus, 1758)
  1. wax moth — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Восковая моль // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.