ტერმინს „სკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სკა (მრავალმნიშვნელოვანი).

სკა — ფუტკრის ხელოვნური საბინადრო. შედგება რამდენიმე ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსის, ფსკერის, სახურავის, საკუჭნაოსა და ჩარჩოებისაგან. სკაში ფიჭები ჩამაგრებულია ჩარჩოებზე, რომელთა ამოღება შეიძლება. სკა უნდა აკმაყოფილებდეს ფუტკრის ბიოლოგიურ მოთხოვნებს. მისი ნაწილები კარგად უნდა იყოს მორგებული ერთი მეორეზე, ბუდე დაცული იყოს ატმოსფერულ ნალექებისა და ფუტკრის მავნებლებისაგან. ჩარჩოიანი სკა 1814 წელს გამოიგონა უკრაინელმა მეფუტკრემ პეტრე პროკოპოვიჩმა. პრაქტიკაში დანერგილია რამდენიმე ტიპის სკა. ყველაზე პოპულარულია 12-ჩარჩოიანი საკუჭნაოიანი დადანბლატის სკაადგილმდებარეობის, ბუნებრივ-კლიმატტური პირობების, ღალიანობისა და ფუტკრის ჯიშის შესაბამისად, პრაქტიკაში იყენებენ როგორც 12-ჩარჩოიან დადანბლატის (ჩარჩოს ზომა 435×300 მმ), ისე მრავალკორპუსიან (ჩარჩოს ზომა 435×270 მმ) და 18-, 20- და 24 ჩარჩოიან (ჩარჩოს ზომა 435×300 მმ) წოლელა სკებს.

სკები

საქართველოში პირობებში უმთავრესად იყენებენ 12-ჩარჩოიან დადანბლატის სკებს. დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის ზონაში უპირატესობას ანიჭებენ 18-ჩარჩოიან წოლელა სკებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სკა&oldid=3244669“-დან