იოვან ცვიიჩი

სერბი გეოგრაფი, ეთნოგრაფი და გეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ცვიიჩი, იოვან)

იოვან ცვიიჩი (სერბ. Јован Цвијић; დ. 11 ოქტომბერი [ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1865, ლოზნიცა, სერბეთი — გ. 16 იანვარი, 1927, ბელგრადი) — სერბი გეოგრაფი, ეთნოგრაფი და გეოლოგი. სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი. 1893 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 1894 წელს ქალაქ ბელგრადში დააარსა გეოგრაფიის ინსტიტუტი. იკვლევდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ საკითხებს, კერძოდ, კარსტსა და მეოთხეულ გამყინვარებას, აგრეთვე ლანდშაფტებსა და მოსახლეობას. მიჩნეულია ბალკანისტიკის როგორც მეცნიერული მიმართულების ფუძემდებლად. შეისწავლა მთის მასივი კუჩაი და ერთ-ერთი მღვიმე; შედეგად ვენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, რომელიც მოგვიანებით მონოგრაფიის სახით გამოიცა. იოვან ცვიიჩი კასტროლოგიის ფუძემდებელი და სერბულ ეთნოგრაფიაში ანთროპოგეოგრაფიული მიმართულების მამამთავარია.

იოვან ცვიიჩი
სერბ. Јован Цвијић
დაბ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1865(1865-10-11)[1]
დაბ. ადგილი ლოზნიცა, სერბეთის სამთავრო
გარდ. თარიღი 16 იანვარი, 1927(1927-01-16)[2] [1] [3] [4] (61 წლის)
გარდ. ადგილი ბელგრადი, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
მოქალაქეობა სერბეთის სამეფო
სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
სერბეთის სამთავრო
საქმიანობა გეოგრაფი[4] , გეომორფოლოგი, დიპლომატი, ეთნოლოგი[4] , უნივერსიტეტის პროფესორი და გეოლოგი[5]
მუშაობის ადგილი ბელგრადის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და First Belgrade Gymnasium
ჯილდოები მფარველის მედალი[6] , კალუმის გეოგრაფიული მედალი და doctor honoris causa from the University of Paris[7]
გავლენა მოახდინეს

მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევები განზოგადებულია შრომებში: „ბალკანეთის ნახევარკუნძული“ (ფრანგულ ენაზე, 1918, სერბულ ენაზე, ტ. 1-2, 1922). გარდა ამისა, ცვიიჩი სერბეთში გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელია.

თხზულებები

რედაქტირება
  • Das Karstphänomen, W., 1893;
  • Grundlinien der Geographie und Geologie von Mazedonien und Altserbien, Tl I, Gotha, 1908;
  • Bildung und Dislozierung der Dinarischen Rumpffläche, "Petermanns Mitteilungen", 1909, Bd 55, Tl 6—8;
  • Геоморфологиja, књ. 1—2, Београд, 1924—26.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება