ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა
ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა (ესპ. República Federal de Centroamérica), აგრეთვე ცნობილი როგორც ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვიცნიები — სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, რომელიც შედგებოდა ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოს ყოფილი გვატემალის გენერალ-საკაპიტნოს ტერიტორიებისგან. არსებობდა 1821 წლის სექტემბრიდან 1841 წლამდე, რესპუბლიკური დემოკრატიის მმართველობის სტილით. დედაქალაქი იყო გვატემალა.
ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა ესპ. República Federal de Centroamérica ფედერაცია | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი Dios, Union y Libertad | |||||||||
დედაქალაქი | გვატემალა (1823-1834), სან-სალვადორი (1834-1840) | ||||||||
ენა | ესპანური | ||||||||
რელიგია | კათოლიკობა | ||||||||
ფულის ერთეული | ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკის რეალი | ||||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||||
პრეზიდენტი | |||||||||
- 1825-1829 | მანუელ ხოსე არსე | ||||||||
- 1829-1830 | ხოსე ფრანსისკო სეპედა | ||||||||
- 1830-1839 | ფრანსისკო მორასანი | ||||||||
- 1834-1835 | გრეგორიო სალასარი | ||||||||
- 1839-1840 | დიეგო ვიხილი | ||||||||
1823–1824 წლებში ფედერაციის სახელმწიფო გერბზე ეწერა „Provincias Unidas del Centro de América“ (ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვიცნიები), თუმცა 1824 წლის კონსტიტუციით, სახელმწიფო დროშასა და გერბზე მიეწერა „República Federal de Centroamérica / Centro América“ (ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა).
ზოგჯერ, ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ სახელმწიფოს შეცდომით უწოდებენ ცენტრალური ამერიკის შეერთებულ შტატებს. დროშა, არგენტინის დროშის შთაგონებით კომოდორმა ლუის მიჩელ აურიმ შექმნა. სახელი „გაერთიანებული პროვინციებიც“ აღებულ იქნა არგენტინის პირველი სახელმწიფო რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციებისგან (Provincias Unidas del Río de la Plata). 1818 წელს, კომოდორმა აურიმ პირველად ნიკარაგუის სანაპიროსთან, კუნძულ პროვიდენსიაზე შექმნა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკა შედგებოდა თანამედროვე გვატემალის, სალვადორის, ჰონდურასის, ნიკარაგუის და კოსტა-რიკისაგან (პანამა ამ დროს ბოლივარის კოლუმბიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა). 1830-იან წლებში დაემატა მეექვსე სახელმწიფო — ლოს-ალტოსი, დედაქალაქ კეცალტენანგოსთან ერთად, რომელიც თანამედროვე მექსიკის ჩიაპასის შტატის დასავლეთ მთიანეთს მოიცავდა. ესპანეთისგან დამოუკიდებელი ამ ახალი სახელმწიფოს (ლოს-ალტოსი) ანექსია მექსიკის პირველმა იმპერიამ მოახდინა.
1838–1840 წლებში, ფედერაცია ჩაფლული იყო სამოქალაქო ომში, სადაც კონსერვატორები ლიბერალებს ებრძოდნენ. ამ ყველაფერმა კი გართულა ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება, ხელის შემშლელი იყო ასევე მრავალი იდეოლოგიური სხვაობა, რამაც სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ ფედერაციის დაშლა განაპირობა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Foster, Lynn V. (2000). A Brief History of Central America. New York: Facts on File, გვ. 134–136. ISBN 0-8160-3962-3.