ცაუჩაბი
მდინარე ნამიბიაში
ცაუჩაბი — სეზონური ნაკადული ნამიბიაში, ნაუკლუფტის მთების სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 100 კილომეტრია და განსაკუთრებით ცნობილია მონაკვეთით, რომელშიც ის სესრიემის კანიონში გაედინება.
ცაუჩაბი | |
---|---|
ქვეყანა | ნამიბია |
სათავე |
ნაუკლუფტის მთები |
სათავის სიმაღლე | 1400 მ |
შესართავი |
ორანჟი |
სიგრძე | 100 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
ცაუჩაბი ვიკისაწყობში |
იქიდან გამომდინარე, რომ ნამიბის უდაბნოში მდებარეობს, ცაუჩაბში წყალი უიშვიათესად გაედინება, როდესაც ნაუკლუფტის მთებში წვიმა მოდის. ამ წვიმების დროს, ცაუჩაბი სწრაფი, ძლიერი მდინარე ხდება, რაც მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება.
პერიოდული წვიმების შედეგად, გასული ორი მილიონი წლის მანძილზე, მდინარემ სესრიემის კანიონი ამოჰკვეთა. ამ კანიონის სიგრძე ერთი კილომეტრის, სიღრმე კი 30 მეტრი და შედგება დანალექი ქანებისგან. კანიონს გადაღმა, ჩაუცაბი ბრტყელი და ფართო ხდება; შემოსაზღვრულია მდინარისპირა ტყით და მიემართება სოსუსვლეის მლაშობი ნიადაგებისაკენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ცაუჩაბი და სოსუსვლეის მლაშობი NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის საიტი.