ნამიბის უდაბნოუდაბნო აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს.სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია.[1] მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ.

ნამიბის უდაბნო
Namib Desert surface.jpg
მდებარეობა აფრიკა
ტიპი ქვიშიანი
ქვეყნები ნამიბიის დროშა ნამიბია
ფართობი 80,900 კმ²
კოორდინატები 24°45′07″ ს. გ. 15°16′35″ ა. გ. / 24.75194° ს. გ. 15.27639° ა. გ. / -24.75194; 15.27639

ნამიბის უდაბნო სამხრეთ აფრიკის პლატფორმის ერთ-ერთ ფიზიოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს და გადაჭიმულია 80,900 კმ²-ზე.

უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ზოგი ენდემურია და აქ არსებული სპეციფიკური კლიმატისადმი მაღალი შეგუებულობით ხასიათდება.

გალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Namib desert (AT1315) World Wide Fund for Nature
 
უდაბნოს პანორამა