ცაგერკერი

(გადამისამართდა გვერდიდან ცაგარკერი)

ცაგერკერი, ცაგარკერი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2270 მეტრი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ცაგერკერის მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარეების ბზიფისა და დიდი ლაბის ხეობებს.

ცაგერკერი
კოორდინატები: 43°25′12″ ჩ. გ. 41°00′49″ ა. გ. / 43.42000° ჩ. გ. 41.01361° ა. გ. / 43.42000; 41.01361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2270 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ცაგერკერი — საქართველო
ცაგერკერი
ცაგერკერი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ცაგერკერი

ლიტერატურა

რედაქტირება