ნოე ჩხიკვაძე
ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძე (დ. 18 ივლისი, 1883, დიდი ჯიხაიში — გ. 24 მაისი, 1920, თბილისი) — ქართველი პოეტი.
ნოე ჩხიკვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 ივლისი, 1883 |
დაბადების ადგილი | დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 24 მაისი, 1920 (36 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ალმა-მატერი | ფოთის სამოქალაქო სასწავლებელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი და შევიდა მოსკოვის შანიავსკის ინსტიტუტში, სადაც დაყო მხოლოდ ერთი წელი. სამშობლოში დაბრუნებული აქვეყნებდა წერილებს ხელოვნებაზე. ამავე დროს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობაც. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში, დაუახლოვდა რევოლუციურ-დემოკრატიულ მწერლობას. იყო აქტიური პროპაგანდისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „ფონი“, „ერთობა“, „თეატრი და ცხოვრება“, „საქართველო“ და სხვა.
ნოე ჩხიკვაძის მსოფლმხედველობა აისახა მის ლიტერატურულ შემოქმედებაში, ლექსებში, კრიტიკულ წერილებში. განსაკუთრებული აღიარება ხვდა პოეტის ლექსს „№2“, რომელშიც გადმოცემულია იმ პერიოდის ქართული საზოგადოების ბუნება-განწყობილების მოტივები.
1920 წლის 24 მაისს ახალგაზრდა პოეტი ფილტვების ანთებით მიხეილს საავადმყოფოში 36 წლის ასაკში გარდაიცვალა[1].
ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს თაოსნობით 1920 წლის 30 მაისს ამადგარი მოღვაწე დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. სიტყვები წარმოსთქვეს მწერალთა კავშირის სახელით ალ. პაპავამ, გ. ქუჩიშვილმა, ლევან ნათაძემ, იოსებ იმედაშვილმა და სხვებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 391, თბ., 1994
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „სახალხო საქმე“, №834, 26 მაისი, 1920